სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

11:32, 24.11.2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, სიხაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

განადგურდა 150 კვ.მ-მდე ფართი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი