სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 17,2% დააფიქსირა არჩევანი
სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 17,2% დააფიქსირა არჩევანი

სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით, 5098 ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 17,2%-ია.

მე-13 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის განცხადებით, მცირე დარღვევები რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა, თუმცა საერთო ფონზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ზოგიერთ უბანზე არის გარკვეული პროცედურული დარღვევები. ამ დროისთვის ოთხი საჩივარი გვაქვს საოლქოში დარეგისტრირებული, თუმცა ვიცით, რომ კიდევ ორი საჩივარი დაიწერა სხვადასხვა უბნებზე და მათაც დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა მანანა მჭედლიშვილმა.

სიღნაღის მე-13 საარჩევნო ოლქში სულ 35 საარჩევნო უბანია გახსნილი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი ამ ოლქში 29 948 ადამიანია.