სიღნაღის 13-ე საარჩევნო ოლქში 26-ე უბანზე ხმაური იყო
სიღნაღის 13-ე საარჩევნო ოლქში 26-ე უბანზე ხმაური იყო

სიღნაღის 13-ე საარჩევნო ოლქში 26-ე უბანზე ხმაური იყო. საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა საერთო სიაში საკუთარი თავი ვერ აღმოაჩინა, რამაც უბანზე ხმაური გამოიწვია.

უბნის თავმჯდომარის ნინო ბაიდოშვილის განცხადებით, ხმის მისაცემად მისული ქალბატონი კედელზე გამოკრულ სიაში ფიქსირდებოდა, თუმცა სარეგისტრაციო სიაში მისი გვარი აღარ აღმოჩნდა, რის გამოც მას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.

„ამომრჩეველი იყო მოსული, რომელიც რეგისტრირებული იყო კედლის სიაში, თუმცა ამოღებული იყო სარეგისტრაციო სიიდან, ამის გამო, მან ხმა ვერ მისცა. ამომრჩეველი განაწყენდა. ჩვენ ეს ფაქტი შევატყობინეთ საოლქო კომისიას, მათ კი საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, სიტუაცია მალევე განმუხტეს. შევშფოთდით კომისიის წევრებიც, რადგან ამან ხელი შეუშალა კომისიის მუშაობას, მაგრამ მალევე განიმუხტა სიტუაცია, თუმცა ამომრჩეველს უბანზე საჩივარი არ დაუწერია”, – განაცხადა ნინო ბაიდოშვილმა.

 

დატოვე კომენტარი