სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომისთვის ნობელის პრემია ორმა ამერიკელმა და ერთმა ფრანგმა მეცნიერმა მიიღო
სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომისთვის ნობელის პრემია ორმა ამერიკელმა და ერთმა ფრანგმა მეცნიერმა მიიღო

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში სიღარიბესთან ბრძოლის ექსპერიმენტული მიდგომისთვის ორმა ამერიკელმა და ერთმა ფრანგმა მეცნიერმა მიიღო.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიაში აცხადებენ, რომ ნობელის პრემიის ლაურეატები ესტერ დიუფლო, აბჰიჯიტ ბანერჯი და მაიკლ კრემერი გახდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მეცნიერები გლობალური სიღარიბის დონის შემცირებას ექსპერიმენტული მიდგომით ცდილობენ და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს იკვლევენ.

„ორი ათწლეულის განმავლობაში, მათმა ახალმა ექსპერიმენტულმა მიდგომამ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკა შეცვალა, რომელიც ამჟამად კვლევის წარმატებული ზონაა“, – აღნიშნულია კომიტეტის პრესრელიზში.

ესტერ დიუფლო და აბჰიჯიტ ბანერჯი ცოლ-ქმარი არიან, რომელთა საქმიანობა პროფესორ კრემერთან ერთად ფოკუსირებულია ინდოეთისა და აფრიკის ღარიბ ფენებზე. პროფესორი ბანერჯი და პროფესორი დიულფო მასაჩუსეთსის უნივერსიტეტის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მუშაობენ, პროფესორი კრემერი კი – ჰარვარდის უნივერსიტეტში.