„სიენენმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა სამი თანამშრომელი, რომლებიც ოფისში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის გარეშე გამოცხადდნენ
„სიენენმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა სამი თანამშრომელი, რომლებიც ოფისში „კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის გარეშე გამოცხადდნენ

„სიენენმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა სამი თანამშრომელი, რომლებიც ოფისში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე გამოცხადდნენ.

როგორ საერთაშორისო მედია წერს, ეს არის ერთ-ერთი პირველი მაგალითი, როდესაც ამერიკული კომპანიიდან დასაქმებულს ვაქცინაციის წესების დარღვევისთვის ათავისუფლებენ.

აშშ-ში კომპანიებს უფლება აქვთ, თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. მრავალმა მსხვილმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ფეისბუქმა“ და „გუგლმა“ განაცხადეს, რომ თანამშრომლებს აცრას მოსთხოვენ, როდესაც მათი ოფისები სრულად გაიხსნება. ვაქცინაცია სავალდებულო გახადა კომპანია „დისნეიმ“.