„სიენენის“ მონაცემებით, მიჩიგანში დემოკრატების პრაიმერში ჯო ბაიდენი, ხოლო რესპუბლიკელების პრაიმერში - დონალდ ტრამპი იმარჯვებს
მიჩიგანში საპრეზიდენტო პრაიმერი დასრულებულია. მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, თუმცა, მედიის ცნობით, სავარაუდო გამარჯვებულის ვინაობა უკვე ნათელია.
„სიენენის“ მონაცემებით, მიჩიგანში დემოკრატების პრაიმერში – ჯო ბაიდენი, ხოლო შტატის რესპუბლიკელების პრაიმერში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ხმების 32 პროცენტის დათვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ხმის მიცემისას საკუთარი აზრი არ დააფიქსირა.
მიჩიგანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო პროცესში. 2016 წელს შტატის პრაიმერში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რაც, მედიის ცნობით, მას პრეზიდენტობაში დაეხმარა.