„სიენენი“ - კრიტიკულად მნიშვნელოვან ორ შტატში, მიჩიგანსა და ჯორჯიაში, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს
„სიენენი“ - კრიტიკულად მნიშვნელოვან ორ შტატში, მიჩიგანსა და ჯორჯიაში, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს

„სიენენის“ ინფორმაციით, ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატში – ჯორჯიასა და მიჩიგანში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტზე მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.

კვლევის მიხედვით, ორივე შტატში მოქალაქეების უმრავლესობა ჯო ბაიდენის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.

ჯორჯიის შტატში, სადაც 2020 წელს ბაიდენმა მცირე სხვაობით შეძლო ტრამპის დამარცხება, დარეგისტრირებული ამომრჩევლების 49% მხარს ტრამპს უჭერს, ხოლო ბაიდენს 44% ემხრობა.

მიჩიგანში, სადაც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენმა უფრო დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, დღეს 50% დონალდ ტრამპს უჭერს მხარს, 40% – ბაიდენს, კიდევ 10% ამბობს, რომ არცერთ მათგანს არ მისცემდა ხმას.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.