„სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა
„სიენენის“ ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 15 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ნატო-ს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე განცხადებით, დაღუპულთა ოდენობა 7-დან 15 ათასამდე მერყეობს.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსული ცოცხალი ძალის დანაკარგი 15 600-ს აღწევს. საერთო ჯამში კი პროგნოზირებენ, რომ დაღუპულთა, დაშავებულთა და დაკარგულთა რიცხვი 30-დან 40 ათასამდე მერყეობს.