„სიენენის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტთან ხვალ არაფორმალურ შეხვედრას გამართავს
„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტთან, აჰმედ ალ შარაასთან არაფორმალურ შეხვედრას გამართავს.
არაფორმალური აუდიენცია საუდის არაბეთში შედგება.
„სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულს ადასტურებს თეთრი სახლიც. არაფორმალური შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ეს დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა იქნება. სირიის ახალი ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ტრამპი ქვეყნისთვის სადამსჯელო სანქციების მოხსნას განიხილავს.