„სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო 48 საათში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა
„სიენენის“ ინფორმაციით, ბოლო 48 საათში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, გასული 48 საათის განმავლობაში ირანმა სპარსეთის ყურის საზღვაო ძალებში საბრძოლო მზადყოფნის დონე გაზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ის დაზვერვა იტყობინება, რომ ირანს ერაყის ტერიტორაზე მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გადააქვს.

„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, თეირანი შესაძლოა, გეგმავდეს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებზე თავდასხმას და ამ გზით შურისძიებას გასული წლის 3 იანვარს ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა კვირის დასაწყისში თქვა, რომ აშშ თეირანთან ომის გაჩაღებისთვის საბაბს ეძებს და ამას მოწმობს სადაზვერვო ინფორმაცია.

დატოვე კომენტარი