„სიენენის“ ცნობით, რუსეთი ფრონტის ხაზზე ძალების კონცენტრირებას ახდენს და, დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით, შესაძლო ახალი შეტევისთვის ემზადება
„სიენენის“ ცნობით, რუსეთი ფრონტის ხაზზე ძალების კონცენტრირებას ახდენს და, დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით, შესაძლო ახალი შეტევისთვის ემზადება

„სიენენის“ ცნობით, რუსეთი ფრონტის ხაზზე ძალების კონცენტრირებას ახდენს და, დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის მიზნით, შესაძლო ახალი შეტევისთვის ემზადება.

„სიენენს“ აღნიშნულის შესახებ ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აცნობა.

„სიენენის“ ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალების მეთაურები ცდილობენ, შექმნან მსხვილი შენაერთები, რომელთა შეტევის მიმართულება, სავარაუდოდ, იქნება უკრაინის აღმოსავლეთი.

„პუტინი შეეცდება, დაიპყროს ყველა ტერიტორია, რაც შეუძლია, კიევის გარეუბნებამდე. რუსები ყველანაირ ძალისხმევას გამოიყენებენ, რათა მიიღონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ“, – განაცხადა „სიენენის“ წყარომ.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის შეფასებები აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო მიზნები, მათ შორის უკრაინის დამატებითი ტერიტორიის დაპყრობა, პრაქტიკულად, არ შეცვლილა, მიუხედავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კრემლისადმი მოწოდებებისა, დაიცვას 30-დღიანი ზავი და დაიწყოს რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები.

აშშ-ის შეფასებით, რუსეთს დიდწილად უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები და დანაღმული ველები აკავებს, ამავე დროს, უკრაინა განიცდის ადამიანური რესურსების მნიშვნელოვან ნაკლებობას საბრძოლო ველზე და რუსეთსაც აქვს პრობლემები სასურველი ძალების შექმნასთან დაკავშირებით.