„სიენენის“ ცნობით, ირანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
„სიენენის“ ცნობით, ირანში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 103 ადამიანი დაიღუპა, 188-ზე მეტი კი დაშავდა.