„სიენენი“ - ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა
„სიენენი“ - ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა

ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, რაზეც აშშ-ის ლიდერმა უპასუხა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯალათია.

რაც შეხება უკრაინელ ლტოლვილებს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარ ადგილებში სტუმრობისას მას ყოველთვის აოცებს ადამიანთა სულის სიღრმე და სიმტკიცე.

„ეს წარმოუდგენელია. როდესაც ამ პატარა ბავშვებს ხედავ, უბრალოდ გინდა, ჩაეხუტო და უთხრა, მადლობა.

თითოეულმა ამ ბავშვებიდან თქვა მსგავსი რამ – „ილოცეთ ჩემი მამისთვის ან პაპისთვის ან ძმისთვის, რომელიც იბრძვის“. მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ომის ზონაში გყავს“, – განაცხადა ბაიდენმა.