„სიენენი“ - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს მარკო რუბიო უხელმძღვანელებს
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ანონიმურმა წყარომ თეთრი სახლიდან განაცხადა, რომ რუბიო უხელმძღვანელებს ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად წინადადებას მოამზადებს.
„სიენენი“ იუწყება, რომ უახლოეს დღეებში უსაფრთხოების პოტენციური გარანტიების განსახილველად რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.