„სიენენი“ - თვითმფრინავი, რომელშიც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ნიუ იორკში, სტიუარტის ეროვნული საჰაერო გვარდიის ბაზაზე დაეშვა
„სიენენი“ - თვითმფრინავი, რომელშიც ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ, ნიუ იორკში, სტიუარტის ეროვნული საჰაერო გვარდიის ბაზაზე დაეშვა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სილია ფლორესი იმყოფებოდნენ, ნიუ იორკში, სტიუარტის ეროვნული საჰაერო გვარდიის ბაზაზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე osintdefender-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კუთვნილ Boeing 757-223-ის ბორტზე იმყოფებოდნენ, რომელიც ნიუ იორკის მიმართულებით მიფრინავდა.

„სიენენის“ ცნობით, ვენესუელის ლიდერს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში ნარკოტიკებსა და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში წაუყენებენ.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს მადუროს, მისი მეუღლისა და შვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდება გამოაქვეყნა.