„სიენენი“ - აუდიოჩანაწერში, რომელიც პირველ საპრეზიდენტო ვადას ეხება, დონალდ ტრამპი პუტინს - უკრაინაში, სი ძინპინს კი ტაივანში შეჭრის შემთხვევაში ჯოჯოხეთური პასუხით ემუქრება
„სიენენი“ ავრცელებს აუდიოჩანაწერის შინაარსს, სადაც, მათივე ინფორმაციით, საარჩევნო კამპანიის დონორებთან დონალდ ტრამპის გასული წლის შეხვედრას ეხება.
ჩანაწერის მიხედვით, დონალდ ტრამპი ჰყვება, როგორ დაემუქრა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მკაცრი პასუხით რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს, თუ ისინი უკრაინასა და ტაივანში შეჭრას გადაწყვეტდნენ.
„პუტინს ვუთხარი, უკრაინაში თუ შეხვალთ, მოსკოვს ჯოჯოხეთურად დავბომბავ. გეუბნებით, რომ არჩევანი არ მაქვს. ეჭვით მიპასუხა, მაგრამ მხოლოდ 10%-ით დამიჯერა“, – ციტირებს „სიენენი“ დონალდ ტრამპს.
გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ასევე გააფრთხილა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ტაივანის დაპყრობის შესაძლო გეგმების შესახებ და დაემუქრა „პეკინის დაბომბვით“. „ამ დროს სი ძინპინმა გაიფიქრა, რომ მე შევიშალე“.