„სიენენი“ - თეთრ სახლში პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იკრიბება, შეხვედრის სიტუაციების ოთახში გამართვა მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებები სენსიტიური თემებით იქნება დატვირთული
„სიენენი“ - თეთრ სახლში პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იკრიბება, შეხვედრის სიტუაციების ოთახში გამართვა მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებები სენსიტიური თემებით იქნება დატვირთული

თეთრ სახლში პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. „სიენენის“ ცნობით, იქ იმყოფებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

დონალდ ტრამპის კალენდარში დღევანდელი შეხვედრა „დაზვერვის ბრიფინგად“ არის ჩანიშნული, თუმცა შეხვედრის სიტუაციების ოთახში გამართვა მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკებები უფრო სენსიტიური თემებით იქნება დატვირთული, ვიდრე ინფორმაციიის ყოველდღიური სტანდარტული გაზიარებაა პრეზიდენტისთვის.