„სიენენი“ - სკოტ ბესენტი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი შესაძლოა, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადაიდოს
აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადაიდოს. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
აშშ-ის სახაზინო მდივნის განცხადებით, ვიზიტის შესაძლო გადადება, შესაძლებელია, მხოლოდ ლოგისტიკურ საკითხებს უკავშირდებოდეს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პრეზიდენტზეა დამოკიდებული.
„ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, მიიღებს – დარჩეს თეთრ სახლში, ვიდრე ომი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ბესენტმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტი 31 მარტიდან 2 აპრილამდეა დაგეგმილი.