„სიენენი“ - სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა
„სიენენი“ Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოლონა 27 კილომეტრის სიგრძის იყო.
Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, კოლონა ანტონოვის ავიაბაზიდან პრიბირსკის ჩრდილოეთამდეა გადაჭიმული და კიევის ცენტრიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული.