„სიენენი“ – სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა

05:36, 01.03.2022

„სიენენი“ Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელიც კიევის გარეუბნამდე მივიდა, 64 კილომეტრის სიგრძისაა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კოლონა 27 კილომეტრის სიგრძის იყო.

Maxar Technologies-ის სატელიტიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით, კოლონა ანტონოვის ავიაბაზიდან ​ პრიბირსკის ჩრდილოეთამდეა გადაჭიმული და კიევის ცენტრიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული.

მსგავსი