„სიენენი“ - რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე, დაიღუპა ოთხი ადამიანი
„სიენენი“ - რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე, დაიღუპა ოთხი ადამიანი

რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ხარკოვის სულ მცირე სამ სკოლაზე, ტაძარსა და მაღაზიებზე. დაბომბვების შედეგად, მხოლოდ გასულ დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„სიენენის“ ცნობით, რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ, რუსული ძალები შევიდნენ ხარკოვში. თუმცა, ქალაქი ამ ეტაპზე უკრაინელების კონტროლქვეშააა.

ქალაქში ღამით, საჰაერო განგაშის სიგნალის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთში თავდაცვის შტაბთან აფეთქებების ხმა გაისმა.

გაერო-ს მონაცემებით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ქვეყანა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა.