„სიენენი“ - რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს
„სიენენი“ - რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს

მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი კიევთან და ჩერნიგოვთან სამხედრო აქტივობას შეამცირებდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა, რომ რუსეთი კიევის შემოგარენიდან გარკვეული ძალების გაყვანას იწყებს, – ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი კიევის შემოგარენიდან ძალების ნაწილის, მათ შორის, რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების გაყვანას იწყებს.

ასევე, როგორც „სიენენი“ წერს, რუსეთის ძალები უკან იხევენ ჩრდილოეთის ზოგიერთი რაიონიდან, რათა ფოკუსირდეს სამხრეთით და აღმოსავლეთით.

ამერიკული ტელეკომპანიის ცნობითვე, აშშ-ში ვარაუდობენ, რომ ეს არ არის გადაჯგუფების მოკლევადიანი გეგმა და უფრო მეტად გრძელვადიანი ნაბიჯია, რადგან რუსეთი ხვდება, რომ უკრაინის ჩრდილოეთით წინსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.