„სიენენი“ – ნავთობის ფასი 116.6 აშშ დოლარამდე შემცირდა

17:45, 30.04.2026

ნავთობის ფასი ბარელზე 116.6 აშშ დოლარამდე შემცირდა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის პორტების ბლოკადის გახანგრძლივების განხილვის ფონზე ნავთობის ფასი დღეს ჯერ ოთხწლიან რეკორდულ ნიშნულამდე, 126 დოლარამდე გაძვირდა, რამდენიმე საათში კი 116.6 დოლარამდე შემცირდა.

ამის შესახებ „სიენენი“ იტყობინება. 

ამჟამად ბრენტის მარკის ღირებულება – 116.6, ხოლო WTI 106.7 დოლარს შეადგენს.

მსგავსი