„სიენენი“ - კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაშია
„სიენენი“ - კიმ ჩენ ინი კრიტიკულ მდგომარეობაშია

„სიენენის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში.

ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას კარდიოლოგიური სისტემის იმპლანტაცია დასჭირდა. ამის მიზეზად „თამბაქოს ხშირი მოხმარება და ჭარბი წონა სახელდება“.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინი არ დასწრებია 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს.

დატოვე კომენტარი