„სიენენი“ – კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა

16:57, 22.03.2022

კიევში რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა „ტოჩკა უ-ს“ ტიპის რუსული რაკეტები გააუვნებელყვეს, მათი ფრაგმენტები კი მდინარეში ჩაცვივდა. „სიენენის“ ცნობით, ასევე დროგამოშვებით ისმის დაბობმვებისა და სროლის ხმა.

დედაქალაქში 36-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. ქალაქი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხშაბათს 07:00 საათამდე იმოქმედებს. ქალაქში გადაადგილება მხოლოდ საშვის მქონე პირებს შეეძლებათ.

მსგავსი