„სიენენი“ - კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ გალაპაგოსის კუნძულებს მიაღწია
კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამიმ გალაპაგოსის კუნძულებს მიაღწია. ამის შესახებ „სიენენი“ წყნარი ოკეანის წყალდიდობის გაფრთხილების ცენტრზე (PTWC) დაყრდნობით წერს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ბალტრასა და სანტაკრუსის კუნძულებზე ტალღების სიმაღლე 1.04 მეტრსა და 0.4 მეტრს აღწევს.
ცნობისთვის, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ფილიპინებში, ინდონეზიაში, პერუში, ეკვადორში, ახალ ზელანდიაში, მექსიკასა და ჩინეთშიც.