„სიენენი“ კაცხის სვეტზე სტატიას აქვეყნებს
„სიენენი“ კაცხის სვეტზე სტატიას აქვეყნებს

„კაცხის სვეტი – ექსტრაორდინალური ეკლესია, სადაც მამაცი ბერები ღმერთს უახლოვდებიან“ – ამ სათაურით გავლენიანი ამერიკული ტელეკომპანია „სიენენის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა „სიენენ თრეველი“ საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორი მკითხველს უყვება, რომ კაცხის სვეტი მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული და წმიდა ადგილია, რომელიც 40 მეტრი სიმაღლისაა. სტატიის ავტორი წერს, რომ სვეტთან მიახლოება ჯადოსნური გამოცდილებაა.

„კაცხის კომპლექსი უნიკალურია. სვეტი ერთ-ერთი წმიდა ადგილია დედამიწაზე. ადგილობრივი ბერები პლანეტის ერთადერთი ადამიანები არიან, რომლებსაც უფლება აქვთ, 20-წუთიანი გზა გაიარონ და სვეტის წვერში მოხვდნენ“, – წერს სტატიის ავტორი.

ავტორი ამ გზას სამოთხის კიბეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი დალაშქვრის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. სტატიის ავტორი ადგილმდებარეობის უნიკალურობაზე, მისასვლელ გზაზე და ეკლესია-მონასტრის მკაცრ წესებზე საკმაოდ დეტალურად უყვება მკითხველს.