„სიენენი“ - ჯორჯიის შტატში, აშშ-ის არმიის ფორტ სტიუარტის ბაზაზე თავდასხმის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაშავდა, თავდამსხმელი დაკავებულია
ჯორჯიის შტატში, აშშ-ის არმიის ფორტ სტიუარტის ბაზაზე თავდასხმის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაშავდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
მედიის ცნობით, ბაზაზე თავდასხმა, სავარაუდოდ, შეიარაღებული ძალების სერჟანტმა განახორციელა, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ჯარისკაცებს.
თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.
აშშ-ის არმიის ფორტ სტიუარტი წვრთნის აქტიურ და სარეზერვო არმიის დანაყოფებს. იქ განთავსებულია მე-3 ქვეითი დივიზია. ბაზა ქალაქ სავანადან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 მილის დაშორებით მდებარეობს. ბაზაზე 10 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს – ჯარისკაცები, სამხედროების ოჯახების წევრები და არმიის სამოქალაქო თანამშრომლები.