„სიენენი“ – ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმამდე ორი დღით ადრე, საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის თავზე რუსეთის 14-მა სადაზვერვო თანამგზავრმა გადაიარა
ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმამდე ორი დღით ადრე საუდის არაბეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზის თავზე რუსეთის 14-მა სადაზვერვო თანამგზავრმა გადაიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, კოსმოსური აპარატის გაშვების დრომ და თანმიმდევრობამ მათ მონაცემთა ფართო სპექტრზე მისცა წვდომა.
„სიენენის“ თანახმად, აშშ-ის ოფიციალური პირებისა და საერთაშორისო სადაზვერვო წყაროების თქმით, ამან თეირანს საშუალება მისცა, განეხორციელებინა ყველაზე ზუსტი თავდასხმა ამერიკულ ობიექტებზე.