„სიენენი“ – ირანის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა

15:09, 24.08.2026

ირანის ეროვნული ვალუტა რიალი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. ამის შესახებ „სიენენიწერს.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციების გამკაცრების გეგმების შესახებ განაცხადა, ერთი დოლარის ფასმა 2.02 მილიონ რიალს გადააჭარბა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ირანული ეკონომიკა მიმდინარე წელს 5%-ზე მეტად შემცირდება. ამასთან, საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია 100%-ს გადააჭარბებს, გაიზრდება უმუშევრობაც.

მსგავსი