„სიენენი“ – ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანი მიზანში ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზებს, რომელიც ისრაელს იცავს

04:25, 14.06.2025

ირანი გააძლიერებს თავდასხმებს ისრაელზე და მიზანში ამოიღებს ნებისმიერი ქვეყნის რეგიონულ ბაზებს, რომელიც ისრაელს იცავს, – ამის შესახებ „სიენენს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.

„ირანი იტოვებს უფლებას, საერთაშორისო სამართლით, გადამწყვეტად უპასუხოს ამ რეჟიმს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც შეეცდება, დაიცვას რეჟიმი ირანის ოპერაციების წინააღმდეგ, თავის მხრივ ნახავს, რომ მისი რეგიონული ბაზები და პოზიციები ახალ სამიზნეებად იქცევა“, – განაცხადა მაღალჩინოსანმა.

მსგავსი