„სიენენი“ - ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპმა სამშვიდობო ძალისხმევის წარუმატებლობაში შესაძლოა, უკრაინა და ევროპა დაადანაშაულოს, ასევე სამშვიდობო მცდელობები საერთოდ მიატოვოს
„სიენენი“ - ევროპაში შიშობენ, რომ ტრამპმა სამშვიდობო ძალისხმევის წარუმატებლობაში შესაძლოა, უკრაინა და ევროპა დაადანაშაულოს, ასევე სამშვიდობო მცდელობები საერთოდ მიატოვოს

ევროპაში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი სამშვიდობო ძალისხმევის წარუმატებლობაში უკრაინასა და ევროპას დაადანაშაულებს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, ევროპელი ოფიციალური პირები შიშობენ, აშშ-ის პრეზიდენტი, შესაძლოა, იმდენად იმედგაცრუებული იყოს უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარების პროგრესის არარსებობით, რომ, შესაძლოა, საერთოდ მიატოვოს ეს მცდელობები და წარუმატებლობაში უკრაინა და ევროპა დაადანაშაულოს.

„ეს მისთვის სულ უფრო და უფრო დიდი პოლიტიკური ტვირთი ხდება, როგორც დაუსრულებელი ომი“, – განაცხადა წყარომ.