„სიენენი“ - ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი  კირ სტარმერი გახდება
„სიენენი“ - ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება

ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.

როგორც „სიენენი“ წერს, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება.

„მადლობა ყველას, ვინც ჩაატარა კამპანია ამ არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიისთვის, ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ნდობა გამოუცხადა ჩვენს შეცვლილ ლეიბორისტულ პარტიას“, – წერს კირ სტრამერი სოციალურ ქსელში.

ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორების რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება, ლიბერალ-დემოკრატები კი, სავარაუდოდ, მესამე ადგილზე იქნებიან 61 დეპუტატით.

ეგზიტპოლის თანახმად, „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ დეპუტატების რაოდენობა 10-მდე შემცირდება.