„სიენენი“ - ეგზიტპოლის თანახმად, თემთა პალატაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება
ეგზიტპოლის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა.
როგორც „სიენენი“ წერს, თემთა პალატის 650-კაციან შემადგენლობაში ლეიბორისტები 410 ადგილს დაიკავებენ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კი მათი ლიდერი კირ სტარმერი გახდება.
„მადლობა ყველას, ვინც ჩაატარა კამპანია ამ არჩევნებზე ლეიბორისტული პარტიისთვის, ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ნდობა გამოუცხადა ჩვენს შეცვლილ ლეიბორისტულ პარტიას“, – წერს კირ სტარმერი სოციალურ ქსელში.
ეგზიტპოლის მიხედვით, კონსერვატორების რაოდენობა 131 დეპუტატამდე შემცირდება, ლიბერალ-დემოკრატები კი, სავარაუდოდ, მესამე ადგილზე იქნებიან 61 დეპუტატით.
ეგზიტპოლის თანახმად, „შოტლანდიის ნაციონალური პარტიის“ დეპუტატების რაოდენობა 10-მდე შემცირდება.