„სიენენი“ - ეგვიპტეში ისრაელისა და „ჰამასის“ მოლაპარაკებები ფოკუსირებულია რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, სად უნდა გადავიდნენ ისრაელის ჯარები ღაზიდან და მძევლების გათავისუფლების ვადებზე
ეგვიპტეში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ფოკუსირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, სად უნდა გადავიდნენ ისრაელის ჯარები ღაზის სექტორიდან, ასევე მძევლების გათავისუფლების ვადებზე და იმ პალესტინელი პატიმრების სიაზე, რომელთაც გაათავისუფლებენ.
ამის შესახებ „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყნის თანამდებობის პირიც ესწრება.
ცნობისთვის, დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი.
შეხვედრების მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა.