„სიენენი“ – დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაფართოების ვარიანტები შესთავაზეს

10:31, 16.07.2026
President Donald Trump meets with Ukranian President Volodymyr Zelensky at Mar-a-Lago in Palm Beach, Floriday, December 28, 2205. (Official White House Photo by Daniel Torok)

President Donald Trump meets with Ukranian President Volodymyr Zelensky at Mar-a-Lago in Palm Beach, Floriday, December 28, 2205. (Official White House Photo by Daniel Torok)

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაფართოების ვარიანტები შესთავაზეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას წყარომ განუმარტა, რომ ვარიანტები ტრამპს სიტუაციურ ოთახში გამართულ შეხვედრაზე წარუდგინეს, სადაც განხილვის მთავარი თემა ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის შესუსტება იყო.

„სიენენის“ ცნობით, დონალდ ტრამპი კვლავ განიხილავს კუნძულ ხარგის დაკავების შესაძლებლობას, რომელიც ირანის ენერგომატარებლების ექსპორტის ჰაბს წარმოადგენს. ასევე განიხილავს იერიშებს მიწისქვეშა კომპლექსზე პიკაქსის მთაზე, რომელიც, მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ირანის ბირთვულ პროგრამასთანაა დაკავშირებული და სადაც, თანამგზავრული სურათების მიხედვით, ომის ადრეულ ეტაპზე მიყენებული დაზიანებების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

წყაროების თქმით, ბოლო დარტყმები მიმართული იყო იმისკენ, რომ შემცირებულიყო ირანის შესაძლებლობა, დარტყმა მიეყენებინა ჰორმუზის სრუტეში მიმავალი გემებისთვის.

როგორც „სიენენი“ წერს, სარადარო სადგურების განადგურება, შესაძლოა, უფრო მასშტაბური ოპერაციებისთვის ნიადაგის მომზადების ნიშანიც იყოს.

მსგავსი