„სიენენი“ - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება შესთავაზა
„სიენენი“ - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება შესთავაზა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. „სიენენის“ ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლის იუბილე მიულოცეს.

პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიის შესახებ და დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით თანამშრომლობა.

როგორც „სიენენი“ წერს, პრეზიდენტმა ტრამპმა რუს კოლეგას სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდება შესთავაზა.

ლიდერებმა ასევე განიხილეს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საკითხიც და ხაზი გაუსვეს „ოპეკ პლუსის“ შეთანხმების დროულობას.