„სიენენი“ – დონალდ ტრამპი მზად არის, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში ირანს სანქციების შემსუბუქება შესთავაზოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვულ საკითხზე კონკრეტულ პროგრესს მიაღწევს

22:58, 28.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული თანხების გათავისუფლება შესთავაზოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვულ საკითხზე „კონკრეტულ პროგრესს“ მიაღწევს, – ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს „სიენენს“ განუცხადა.

„შეერთებული შტატები შუამავლების მეშვეობით პოზიტიურ და კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს“, – განუცხადა „სიენენს“ ოფიციალურმა პირმა.

მისი თქმით, შეთანხმება ვერ შედგება, თუ ბირთვული საკითხები არ იქნება მოგვარებული.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა გამოცემა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ ელოდება, ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.

მედიის ცნობით, აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ხელმძღვანელობენ.

მსგავსი