„სიენენი“ - ბრიტანეთი წყვეტს აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას კარიბის ზღვაში სავარაუდო ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართულ ნავებზე თავდასხმის გამო
ბრიტანეთი წყვეტს აშშ-თან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას კარიბის ზღვაში სავარაუდო ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართულ ნავებზე თავდასხმის გამო.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, ბრიტანეთს არ სურს აშშ-ის სამხედრო დარტყმებში თანამონაწილეობა და მიიჩნევს, რომ თავდასხმები უკანონოა.
წყაროების ცნობით, წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი, რომელიც აკონტროლებს კარიბის ზღვის რამდენიმე ტერიტორიას, სადაც მისი სადაზვერვო აქტივებია განთავსებული, ეხმარებოდა აშშ-ის ნარკოტიკების გადატანაში ეჭვმიტანილი გემების პოვნაში, რათა აშშ-ის სანაპირო დაცვას მათი განეიტრალება შეძლებოდა.
დაზვერვის ინფორმაცია, როგორც წესი, იგზავნებოდა სამხრეთის ერთობლივ სააგენტოთაშორისო სამუშაო ჯგუფში, ფლორიდაში, რომელშიც შედიან რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები და რომლებიც ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის შემცირებაზე მუშაობენ.
სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება ერთ თვეზე მეტი ხნის წინ შეწყდა.
ბრიტანელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის სამხედრო დარტყმები, რომლებმაც 76 ადამიანი იმსხვერპლა, საერთაშორისო სამართალს არღვევს.