„სიენენი“ – ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მემარჯვენე კანდიდატი ფლავიო ბოლსონარუ აშშ-ში გაემგზავრა

23:01, 27.10.2026

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მემარჯვენე კანდიდატი ფლავიო ბოლსონარუ აშშ-ში გაემგზავრა, – ამის შესახებ „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მათ დაუდასტურა, რომ ბოლსონარუ ამჟამად ფლორიდისკენ მიფრინავს.

„სიენენის“ ცნობით, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ბოლსონარუს პასპორტი გააუქმა, ამიტომ უცნობია, როგორ დატოვა მან ბრაზილია.

მანამდე, ბოლსონარუმ განაცხადა, რომ სასამართლომ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ბოლსონარუსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, პოლიტიკოსს ბრაზილიაში დაპატიმრების ეშინოდა. მის წინააღმდეგ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გამოძიება მიმდინარეობს კორუფციის, ფულის გათეთრებისა და უკანონო სავალუტო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლო ფაქტებზე. თავად ბოლსონარუ ბრალდებებს უარყოფს.

ცნობისთვის, ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ კონსერვატორი კონკურენტი ფლავიო ბოლსონარუ დაამარცხა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ლულამ ხმების 52% მიიღო, ბოლსონარუმ კი – 48%. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, გაყალბებული იყო.

მსგავსი