„სიენენი“ - აშშ უკრაინას დამატებით სამ მილიარდ დოლარს გამოუყოფს
„სიენენი“ - აშშ უკრაინას დამატებით სამ მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევს 3 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ინფორმაციას „სიენენი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სიენენის“ ინფორმაციით, ეს იქნება ომის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება, რომელსაც უკრაინა ომის დაწყებიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე, დამოუკიდებლობის დღეს მიიღებს.

წყაროს ცნობით, დეტალები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის და ფინანსური დახმარების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, შეიცვალოს.