„სიენენი“ – აშშ-ში, მექსიკის ყურის სანაპიროებთან ქარიშხლისა და დიდთოვლობის გამო ფრენები გაუქმდა, გზები პარალიზებულია, ყინვის შედეგად დაიღუპა ათი ადამიანი

23:11, 22.01.2025

აშშ-ში, მექსიკის ყურის სანაპიროებთან იშვიათ სტიქიას ებრძვიან. ტეხასიდან ფლორიდამდე ტერიტორიაზე ქარიშხალი და დიდთოვლობაა.

დაიხურა აეროპორტები, 22 იანვარს 1 700-ზე მეტი ფრენა გაუქმდა ნიუ ორლეანში. გზები პარალიზებულია.

მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ასევე, როგორც „სიენენი“ წერს, ყინვის შედეგად, ჯამში, ათი ადამიანია დაღუპული.

მსგავსი