„სიენენი“ - აშშ-ში კორონავირუსის 89 შემთხვევა ფიქსირდება
„სიენენი“ - აშშ-ში კორონავირუსის 89 შემთხვევა ფიქსირდება

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 89 შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

89 შემთხვევიდან 44 იაპონიის საკრუიზო ლაინერიდან დაბრუნებულ ადამიანებში დაფიქსირდა. სამი შემთხვევა უჰანს უკავშირდება. სამივე ინფიცირებული ბოლო პერიოდში ჩინეთის იმ ქალაქშია ნამყოფი, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია.

42 შემთხვევა ამერიკის ტერიტორიაზე გამოვლინდა, 19 მოგზაურობასთან დაკავშირებით, 19 შემთხვევაში კი ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაედო.