„სიენენი“ - აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა, რათა უკრაინამ კონტრშეტევა გადადოს
„სიენენი“ - აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა, რათა უკრაინამ კონტრშეტევა გადადოს

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები გააძლიერა, რათა უკრაინამ კონტრშეტევა გადადოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური წყაროს განცხადებით, რუსეთი ჩვეულებრივზე მეტ საბრძოლო იარაღს იყენებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურების მცდელობაში.

მისივე თქმით, რუსეთი მასობრივ დარტყმებს ახორციელებს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, თუმცა უკრაინა ამ შეტევებს დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული საჰაერო თავდაცვის სისტემების წყალობით უმკლავდება.

„სიენენის“ ოფიციალური წყაროს განცხადებითვე, აღნიშნული თავდასხმები, შესაძლოა, უკრაინისთვის სარგებელის მომტანიც კი გახდეს, რადგან რუსეთი სულ უფრო მეტად ხარჯავს იარაღის შეზღუდულ მარაგს.