„სიენენი“ - აშშ-ვენესუელის არაფორმალური მოლაპარაკებების დროს ნიკოლას მადურომ მიანიშნა, რომ მზად არის, თანამდებობიდან გადადგეს, თუმცა ეს, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში არ მოხდება
„სიენენი“ - აშშ-ვენესუელის არაფორმალური მოლაპარაკებების დროს ნიკოლას მადურომ მიანიშნა, რომ მზად არის, თანამდებობიდან გადადგეს, თუმცა ეს, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში არ მოხდება

აშშ-სა და ვენესუელას შორის ადრე გამართული არაფორმალური მოლაპარაკებების დროს ნიკოლას მადურომ მიანიშნა, რომ მზად არის, გადადგეს თანამდებობიდან, თუმცა ეს, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში არ მოხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა იფიქრა, რომ ეს, შესაძლოა, გამოსავალი ყოფილიყო, თეთრი სახლის საბოლოო დასკვნით, ის მხოლოდ იმ გეგმას დაუჭერს მხარს, რომელიც მადუროს დაუყოვნებლივ გადადგომას გულისხმობს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადურომ OPEC-ს მისწერა წერილი, რომელშიც აშშ დაადანაშაულა ვენესუელის ნავთობის რეზერვების ძალის გამოყენებით მითვისებაში, ხოლო ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა აშშ „მკვლელობაში“ დაადანაშაულა გემებზე ბოლოდროინდელი სამხედრო თავდასხმების გამო.