„სიენენი“ - აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები გეგმავენ თავდასხმების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებზე
„სიენენი“ - აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები გეგმავენ თავდასხმების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებზე

აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები გეგმავენ თავდასხმების გაძლიერებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებზე. ინფორმაციას „სიენენი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ს ახლა აქვს ინფორმაცია, რომ იგივე ჯგუფები შეიძლება, კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რადგან ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გრძელდება. ყველგან წითელი შუქები ანათებს“, – განუცხადა „სიენენს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ირანი მათ მხოლოდ ამხნევებს და არ ხელმძღვანელობს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ჰპირდება, რომ არ დასჯის ამ ჯგუფებს, თუ ისინი გააგრძელებენ თავდასხმებს ისრაელის ან აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე.