„სიენენი“ - აშშ პოლონეთს „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ორ დანადგარს უგზავნის
„სიენენი“ - აშშ პოლონეთს „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ორ დანადგარს უგზავნის

აშშ პოლონეთს „პატრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ორ დანადგარს უგზავნის. როგორც „სიენენი“ წერს, ამის შესახებ აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის მითითებით და ჩვენი პოლონელი მოკავშირეების მოწვევით, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ვოლტერსმა დაავალა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიას „პატრიოტის“ ორი ბატარეის პოლონეთში გადატანა“, – განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესსპიკერმა, კაპიტანმა ადამ მილერმა.

„ეს არის გონივრული თავდაცვითი ზომა, რომელიც ამყარებს წესდების მეხუთე მუხლისადმი ჩვენს ერთგულებას და არავითარ შემთხვევაში არ უჭერს მხარს შეტევით ოპერაციებს. ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი მიმართულია აგრესიის შეკავებისა და ჩვენი მოკავშირეების დარწმუნებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.