„სიენენი“ – აშშ მზად არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 96 საათის განმავლობაში დაიწყოს, თუ პრეზიდენტი ტრამპი ასეთ განკარგულებას გასცემს

14:49, 26.10.2026

აშშ მზად არის, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 96 საათის განმავლობაში დაიწყოს, თუკი პრეზიდენტ ტრამპისგან ასეთი განკარგულება წამოვა. ამის შესახებ ტელეკომპანია „სიენენს“ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომლებიც ანონიმურობის დაცვით საუბრობენ.

მათივე ცნობით, ამჟამად რეგიონში განთავსებულია საკმარისი ოდენობით სამხედრო კონტინგენტი პოტენციური თავდასხმის საწარმოებლად. თუმცა, დაწყების შემთხვევაში ეს იქნება გაცილებით მასშტაბური სამხედრო ოპერაცია, რომელიც გასცდება სტატუსკვოს შენარჩუნების ფარგლებს.

მედიასთან საუბარში მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ საკითხი დგას შემდეგნაირად: არა გასცემს თუ არა ტრამპი ოპერაციის დაწყების ბრძანებას, არამედ როდის მოხდება ეს. წყაროები ამბობენ, რომ ეს წლის მიწურულამდე ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს, დიდი ალბათობით, შუალედური არჩევნების შემდეგ.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ირანელები უკვე უკეთ იცნობენ აშშ-ის ტაქტიკას და ამერიკელი სამხედროებისთვის სულ უფრო რთული იქნება პოტენციური სამიზნე ობიექტების განადგურება. თუმცა წყაროები იმასაც ამბობენ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, როგორ იმოქმედებს შუალედური არჩევნების შემდეგ. სავარაუდოდ, ის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარებისკენ იხრება.

მსგავსი