„სიენენი“ - აშშ-მა ტაივანთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან ახლოს, ფილიპინების სამხედრო ბაზებზე წვდომა მიიღო
„სიენენი“ - აშშ-მა ტაივანთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან ახლოს, ფილიპინების სამხედრო ბაზებზე წვდომა მიიღო

აშშ-მა ტაივანთან და სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან ახლოს, ფილიპინების სამხედრო ბაზებზე წვდომა მიიღო. „სიენენისინფორმაციით, ფილიპინების მთავრობამ გაასაჯაროვა ოთხი ახალი სამხედრო ბაზის ადგილმდებარეობა, სადაც თავდაცვის სფეროში გახანგრძლივებული შეთანხმების ფარგლებში აშშ-ს წვდომა ექნება.

სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, ფილიპინების ბაზებზე ყოფნა აშშ-ის მხრიდან ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებას ისახავს მიზნად. სამი ბაზა ფილიპინების მთავარ კუნძულ ლუსონზე მდებარეობს, ერთი კი – პალავანის პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. გახანგრძლივებული შეთანხმება საშუალებას მისცემს აშშ-ს, განახორციელოს ჯარის როტაცია სულ ცხრა ბაზაზე ფილიპინების მასშტაბით, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ ბალაბაკზე, ჩინეთის ინფრასტრუქტურული ობიექტების სიახლოვეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.