„სიენენი“ - აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა
„სიენენი“ - აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განხილვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ტრამპი ადვოკატების ნაწილმა საქმეზე უარი თქვა, – ინფორმაციას სიენენი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ტრამპთან მუშაობაზე უარი განაცხადა მთავარმა უფლებადამცველმა ბაჩ ბაუერსმა, რომელმაც აღნიშნული საქმისთვის ადვოკატთა გუნდი ჩამოაყალიბა. მასთან ერთად წავიდა კიდევ ერთი მაღალი რანგის უფლებადამცველი დებორა ბარიე და ადვოკატი ჯოშ ჰოვარდი. გავრცელებული ცნობით, უთანხმოება გამოიწვია სამართლებრივმა სტრატეგიამ. ტრამპი ადვოკატებისგან მოითხოვდა, დავის საგნად წარმოედგინათ არჩევნების მასიური გაყალბება და რომ მისგან ეს არჩევნები მოიპარეს.

სენატში ტრამპის საქმის განხილვა 8 თებერვალს უნდა დაიწყოს. მანამდე ჯერ კიდევ პრეზიდენტის რანგში მყოფ დონალდ ტრამპს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა.